ქ. თბილისის 128-ე საჯარო სკოლა | თანამდებობა: | ბიბლიოთეკარი და მასწავლებელი | ფუნქციები: | წიგნიერებისა და მედია წიგნიერების სწავლება, რაც ხელს უწყობს მოზარდის, როგორც წიგნიერების დონის ამაღლებას, ასევე, არგუმენტირებულად მსჯელობის, მხატვრული ანალიზის, გამართულად წერა-კითვის, საკუთარი აზრის გადმოცემისა და პრეზენტირების უნარის განვითარებას. ხოლო, როგორც ბიბლიოთეკარს მევალებოდა საარქივო მასალის მოწესრიგება, ბიბლიოთეკის რეორგანიზაცია, სახელმძღვანელოებისა და მხატვრული ლიტერატურის კატალოგიზაცია, ელექტრონული და ბეჭდური რეესტრების შექმნა, წიგნების აღწერა და, რაც მთავარია, ბავშვების დაინტერესება, მათში წიგნისადმი სიყვარულის გაღვივება, სხვადასხვა ღონისძიებებისა თუ შეხვედრების მოწყობა, სამკითხველო დარბაზისა და შემოქმედებითი საღამოების წარმართვა. | თარიღები: | მარტი 2013 - ნოემბერი 2015 | ანაზღაურება: | 420 |
|
სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო | თანამდებობა: | საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომელი (პიარ-მენეჯერი) | ფუნქციები: | საზოგადოების ინფორმირება, დაინტერესებული მოქალაქეებისათვის ინფორმაციის დროული მიწოდება, მოხალისეებთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება, სააგენტოს საქმიანობისა და მის გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ, ინფორმაციის ოპერატიული და მუდმივი გავრცელება-განახლება, მედიასთან თანამშრომლობა, ღონისძიებებისა და პიარ-კამპანიების ორგანიზება. | თარიღები: | დეკემბერი 2015 - მარტი 2016 | ანაზღაურება: | 960 |
|
სახალხო დამცველის აპარატი | თანამდებობა: | საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომელი–სტაჟიორი | ფუნქციები: | მედია მონიტორინგის წარმოება, არქივის რეორგანიზაცია–დოკუმენტების მოწესრიგება, რელიზების, საინფორმაციო–საპრეზენტაციო ტექსტების, ბუკლეტების მომზადება–რედაქტირება, სხვადასხვა საორგანიზაციო საქმიანობაში მონაწილეობის მიღება. (კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სახის დავალებების შესრულება) | თარიღები: | დეკემბერი 2016 - ივლისი 2016 | ანაზღაურება: | 0 |
|
თსუ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკა | თანამდებობა: | სამეცნიერო საცნობარო ჯგუფის ხელმძღვანელი | ფუნქციები: | მევალება ბიბლიოგრაფიული მოღვაწეობა-სხვადასხვა საძიებო სისტემებთან მუშაობა, ცნობების მომზადება-გაცემა, კატალოგიზაცია, მეცნიერთათვის ციტირების ინდექსის დადგენა, მკითხველის მომსახურება-დახმარება,ინფორმაციის დროული მიწოდება, ელექტრონული სახით ურთიერთობა, კითხვებზე პასუხის გაცემა, ბაზების წარმოება, ორგანიზაციულ საქმეებში მონაწილეობის მიღება, წიგნების აღწერა-რედაქტირება, ჯგუფის ხელმძღვანელობა. ვიზიტორთა მიღება, შემოსულ სატელეფონო ზარებზე, წერილებზე, ელექტრონული ფორმით მოწოდებულ კითხვებზე პასუხის გაცემა, ინფორმაციის მიწოდება და სათანადო განყოფილებასთან (პირთან) გადამისამართება. | თარიღები: | ნოემბერი 2016 - ივლისი 2017 | ანაზღაურება: | 520 |
|
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელში (cenn) | თანამდებობა: | დამხმარე რედაქტორი | ფუნქციები: | პერიოდულად, ხელშეკრულების სახით, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელში (cenn) ვმუშაობ რედაქტორად, ასევე - კერძო შეკვეთების სახით.
| თარიღები: | ნოემბერი 2016 - დღემდე | ანაზღაურება: | 800 |
|
კერძო რეპეტიტორი | თანამდებობა: | რეპეტიტორი | ფუნქციები: | ვმოღვაწეობ კერძო რეპეტიტორად. ვამზადებ ქართულ ენასა და ლიტერატურაში. (მე-5 კლასიდან დაწყებული ნებისმიერ მსურველს - მოსწავლეებს, აბიტურიენტებს და სტუდენტებს, რომელთაც უწევთ სხვადასხვა სახის გამოცდის ჩაბარება ქართულ ენასა და ლიტერატურაში ან სურთ ცოდნის გაღრმავება, ქართული ლიტერატურის განსხვავებულად, საინტერესოდ და სიღრმისეულად შესწავლა. ასევე მოვამზადებ უცხო ეროვნების წარმომადგენლებს, რომელთაც სურთ ქართულის შესწავლა). | თარიღები: | იანვარი 2010 - დღემდე | ანაზღაურება: | 80-100-150-200 |
|
რეპეტიტორთა სააგენტო | თანამდებობა: | ქართული ენისა და ლიტერატურის რეპეტიტორი | ფუნქციები: | 2018 წლის თებერვლიდან ვთანამშრომლობ რეპეტიტორთა სააგენტოსთან - ქართული ენისა და ლიტერატურის რეპეტიტორად. ძირითადად ვამზადებ მე-12 კლასელებს საატესტატო, ხოლო აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად. | თარიღები: | თებერვალი 2018 - დღემდე | ანაზღაურება: | განუსაზღვრელი |
|
კერძო სკოლა "ოლიმპი" | თანამდებობა: | პედაგოგი | ფუნქციები: | 5 კლასიდან დაწყებული, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან შევდივარ ქართული ენისა და ლიტერატურის საგნით, მათ შორის, უცხოელებთან - ქართული როგორც მეორე ენა. | თარიღები: | სექტემბერი 2018 - დღემდე | ანაზღაურება: | 520 |
| |