ქ. თბილისის 128-ე საჯარო სკოლა | Position: | ბიბლიოთეკარი და მასწავლებელი | Functions: | წიგნიერებისა და მედია წიგნიერების სწავლება, რაც ხელს უწყობს მოზარდის, როგორც წიგნიერების დონის ამაღლებას, ასევე, არგუმენტირებულად მსჯელობის, მხატვრული ანალიზის, გამართულად წერა-კითვის, საკუთარი აზრის გადმოცემისა და პრეზენტირების უნარის განვითარებას. ხოლო, როგორც ბიბლიოთეკარს მევალებოდა საარქივო მასალის მოწესრიგება, ბიბლიოთეკის რეორგანიზაცია, სახელმძღვანელოებისა და მხატვრული ლიტერატურის კატალოგიზაცია, ელექტრონული და ბეჭდური რეესტრების შექმნა, წიგნების აღწერა და, რაც მთავარია, ბავშვების დაინტერესება, მათში წიგნისადმი სიყვარულის გაღვივება, სხვადასხვა ღონისძიებებისა თუ შეხვედრების მოწყობა, სამკითხველო დარბაზისა და შემოქმედებითი საღამოების წარმართვა. | Dates: | March 2013 - November 2015 | Salary: | 420 |
|
სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო | Position: | საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომელი (პიარ-მენეჯერი) | Functions: | საზოგადოების ინფორმირება, დაინტერესებული მოქალაქეებისათვის ინფორმაციის დროული მიწოდება, მოხალისეებთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება, სააგენტოს საქმიანობისა და მის გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ, ინფორმაციის ოპერატიული და მუდმივი გავრცელება-განახლება, მედიასთან თანამშრომლობა, ღონისძიებებისა და პიარ-კამპანიების ორგანიზება. | Dates: | December 2015 - March 2016 | Salary: | 960 |
|
სახალხო დამცველის აპარატი | Position: | საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომელი–სტაჟიორი | Functions: | მედია მონიტორინგის წარმოება, არქივის რეორგანიზაცია–დოკუმენტების მოწესრიგება, რელიზების, საინფორმაციო–საპრეზენტაციო ტექსტების, ბუკლეტების მომზადება–რედაქტირება, სხვადასხვა საორგანიზაციო საქმიანობაში მონაწილეობის მიღება. (კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სახის დავალებების შესრულება) | Dates: | December 2016 - July 2016 | Salary: | 0 |
|
თსუ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკა | Position: | სამეცნიერო საცნობარო ჯგუფის ხელმძღვანელი | Functions: | მევალება ბიბლიოგრაფიული მოღვაწეობა-სხვადასხვა საძიებო სისტემებთან მუშაობა, ცნობების მომზადება-გაცემა, კატალოგიზაცია, მეცნიერთათვის ციტირების ინდექსის დადგენა, მკითხველის მომსახურება-დახმარება,ინფორმაციის დროული მიწოდება, ელექტრონული სახით ურთიერთობა, კითხვებზე პასუხის გაცემა, ბაზების წარმოება, ორგანიზაციულ საქმეებში მონაწილეობის მიღება, წიგნების აღწერა-რედაქტირება, ჯგუფის ხელმძღვანელობა. ვიზიტორთა მიღება, შემოსულ სატელეფონო ზარებზე, წერილებზე, ელექტრონული ფორმით მოწოდებულ კითხვებზე პასუხის გაცემა, ინფორმაციის მიწოდება და სათანადო განყოფილებასთან (პირთან) გადამისამართება. | Dates: | November 2016 - July 2017 | Salary: | 520 |
|
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელში (cenn) | Position: | დამხმარე რედაქტორი | Functions: | პერიოდულად, ხელშეკრულების სახით, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელში (cenn) ვმუშაობ რედაქტორად, ასევე - კერძო შეკვეთების სახით.
| Dates: | November 2016 - Present | Salary: | 800 |
|
კერძო რეპეტიტორი | Position: | რეპეტიტორი | Functions: | ვმოღვაწეობ კერძო რეპეტიტორად. ვამზადებ ქართულ ენასა და ლიტერატურაში. (მე-5 კლასიდან დაწყებული ნებისმიერ მსურველს - მოსწავლეებს, აბიტურიენტებს და სტუდენტებს, რომელთაც უწევთ სხვადასხვა სახის გამოცდის ჩაბარება ქართულ ენასა და ლიტერატურაში ან სურთ ცოდნის გაღრმავება, ქართული ლიტერატურის განსხვავებულად, საინტერესოდ და სიღრმისეულად შესწავლა. ასევე მოვამზადებ უცხო ეროვნების წარმომადგენლებს, რომელთაც სურთ ქართულის შესწავლა). | Dates: | January 2010 - Present | Salary: | 80-100-150-200 |
|
რეპეტიტორთა სააგენტო | Position: | ქართული ენისა და ლიტერატურის რეპეტიტორი | Functions: | 2018 წლის თებერვლიდან ვთანამშრომლობ რეპეტიტორთა სააგენტოსთან - ქართული ენისა და ლიტერატურის რეპეტიტორად. ძირითადად ვამზადებ მე-12 კლასელებს საატესტატო, ხოლო აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად. | Dates: | February 2018 - Present | Salary: | განუსაზღვრელი |
|
კერძო სკოლა "ოლიმპი" | Position: | პედაგოგი | Functions: | 5 კლასიდან დაწყებული, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან შევდივარ ქართული ენისა და ლიტერატურის საგნით, მათ შორის, უცხოელებთან - ქართული როგორც მეორე ენა. | Dates: | September 2018 - Present | Salary: | 520 |
| |