• https://charte.ge/

ავტორი

ფუდსერვისი

tel: 577 34 93 30 / 577 30 59 11
mail: Hr@gfs.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მიწოდების აგენტის ასისტენტი
დამსაქმებელი: ფუდსერვისი
ბოლო ვადა: 2024/09/06
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო გრაფიკი სრული დღე
ნანახია: 160 -ჯერ


სადისტრიბუციო კომპანია “რითეილ ლოგისტიკა” საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების DANONE-ის , SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

კომპანია „ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას მიწოდების აგენტის ასისტენტის - დღის ცვლა პოზიციაზე ქ.თბილისში.

ანაზღაურება: 1200-1300 ლარი;
გრაფიკი: 08:00სთ - 17:00სთ, დასვენება - კვირა.
სამუშაოს დაწყების ადგილი: ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის # 40/


ძირითადი მოვალეობები:
• საწყობიდან გამოტანილი პროდუქციის დათვლა და ჩაბარება;
• სატრანსპორტო საშუალებაში პროდუქციის დაზიანების გარეშე ჩატვირთვა/გადმოტვირთვის უზრუნველყოფა;
• ობიექტზე პასუხისმგებელი პირისთვის პროდუქციის ჩაბარება, ზედნადების საფუძველზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
 პასუხისმგებლობის გრძნობა;
 დეტალებზე ორიენტირებულობა;
 დისციპლინირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 34 93 30 / 577 30 59 11 ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: Hr@gfs.ge გთხოვთ, „subject” ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება „მიწოდების აგენტის ასისტენტი - დღის ცვლა“ პოზიციაზე ქ.თბილისში.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!


„თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს „რითეილ ლოგისტიკის“ (ს/კ 406286674) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად,დასაქმების მსურველი პირის არსებულ ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა ალტერნატიულ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ შეინახება, არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მათი გასწორება, დამატება, განახლება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე office@gfs.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და განცხადების გამოგზავნით მისამართზე: ქ. თბილისი, თენგიზ ჩანტლაძის ქუჩა N40.
კომპანია ემიჯნება დისკრიმინაციას და კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით.“

 

 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა