• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გადაზიდვის თანამშრომელი
დამსაქმებელი: GOLD PACK
კატეგორია: ლოჯისტიკა/ტრანსპორტი,
ბოლო ვადა: 2023/12/13
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 284 -ჯერ

შპს "გოლდ პაკი" 2010 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე და წარმოადგენს, როგორც მწარმოებელ, ასევე იმპორტიორ კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელს 400-მდე სახეობის საკვების ერთჯერადი შესაფუთი მასალითა და სხვადასხვა ბრენდირებული პროდუქცით. ჩვენი კომპანია თანამშრომლობს ყველა წამყვან ობიექტთან მთელი საქართველოს მასშტაბით.

ჩვენი ახალგაზრდული გუნდი აცხადებს ვაკანსიას გადაზიდვის თანამშრომლის პოზიციაზე

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროდუქციის უსაფრთხოდ და დროულად მიწოდება სავაჭრო ობიექტებში;
  • პროდუქციის მითვლა ზედნადებში გაწერილი რაოდენობის მიხედვით დატვირთვისას და მიწოდებისას;
  • სავაჭრო ობიექტებში თავაზიანად მომსახურება;
  • მის სარგებლობაში მყოფი ავტომანქანის ჰიგიენისა და გამართულად მუშაობის კონტროლი.


პიროვნული თვისებები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
  • პუნქტუალურობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია გამართული კომუნიკაციის უნარი;
  • აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა და სასურველია C კატეგორიაც.


ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

  • ომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.


დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: goldpack.info@gmail.com გთხოვთ, სათაურის (subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - გადაზიდვის თანამშრომელი.საკონტაქტო ნომერი : +995 557 595099

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა