მერჩენდაიზერ/პრომოუტერი |
დამსაქმებელი: |
იფქლი |
კატეგორია: |
სხვა,
|
ბოლო ვადა: |
2023/12/07 |
მდებარეობა: |
თბილისი
|
ნანახია: |
189 -ჯერ |
კომპანია "იფქლი" 1993 წლიდან აწარმოებს ჯანსაღ და გემრიელ პურფუნთუშეულს. "იფქლის" პოპულარობას განაპირობებს მაღალი ხარისხი, პროდუქციის მრავალფეროვნება და ცხობის მრავალწლიანი ტრადიცია. დღესდღეობით კომპანია აწარმოებს სხვადასხვა სახეობის პურფუნთუშეულს, რომლითაც თბილისი, კახეთი, გორი, რუსთავი, მცხეთა, ქუთაისი და ბათუმი მარაგდება. კომპანია "იფქლი" ვაკანსიას აცხადებს მერჩენდაიზერ/პრომოუტერის პოზიციაზე.
აუცილებელი მოთხოვნა:
- აღნიშნულ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- ორგანიზებული;
- გაყიდვების წარმოების უნარი;
- სწრაფი ათვისების უნარი;
- კომუნიკაბელური.
მოვალეობები:
- პროდუქციის პოპულარიზაცია და გაყიდვების მაჩვენებლის ზრდაზე ზრუნვა;
- მომხმარებლებისთვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და პროდუქტის შეთავაზება;
- პროდუქციის სარეალიზაციო თაროზე განთავსება;
- პროდუქციის ვადებისა და ნაშთების კონტროლი;
- სარეალიზაციო ობიექტში არსებული პროდუქციის რაოდენობისა და ნაშთების აღრიცხვა.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი სრულყოფილად შევსებული რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე:
ipklimisheladze@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.