სკა ჯუს ბარი აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე
მთავარი პასუხისმგებლობა: "სკას" სამზარეულოში ხარისხიანი პროდუქტის მომზადება და საქმის ეფექტურად შესრულება.
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქტის მაღალი ხარისხით, არსებული რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით დროულად მომზადება;
- ნედლეულის და მზა პროდუქტების სტანდარტების მიხედვით შენახვა და დასაწყობება;
- მაცივრების და სხვა დანადგარების სისუფთავის უზრუნველყოფა ნებისმიერ დროს;
- ცვლის მენეჯერისთვის დახმარების გაწევა სხვადასხვა სახის პროდუქტის მომზადების დროს;
- აქტიურ სამუშაო გარემოში დროის ეფექტურად მართვა და ორგანიზებულობა;
- ჰიგიენის და სისუფთავის მაღალი სტანდარტების დაცვა;
საჭირო უნარები:
- რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთების და კონტროლის უნარი;
- სწრაფად მუშაობის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო საათები:
- დღის სმენა 7:00-15:00 ან 15:00-23:00 სთ
- ღამის სმენა 23:00 – 7:00 სთ
ბენეფიტები:
- მეგობრული სამუშაო გარემო;
- მოქნილი სამუშაო გრაფიკი, 8 საათიანი ცვლები;
- სწავლის და მუშაობის შეთავსება;
- კვება;
- ანაზღაურებადი სტაჟირება;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;