ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია | თანამდებობა: | მთავარი სპეციალისტი - ადამიანური რესურსების მართვა | ფუნქციები: | • მერიის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება; მერიის მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმება;
• მუნიციპალიტეტის შტატგარეშე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება; აღრიცხვა და კონტროლი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე;
• მერიის მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენა; მონიტორინგი მერიის მოსამსახურეთა მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე; მერიის მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობების გაფორმება და აღრიცხვა;
• მერიის მოსამსახურეთა სამუშაო გეგმების და სამუშაოთა აღწერილობების მომზადებაში მეთოდური დახმარება, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების და ანგარიშგების კრიტერიუმების და ფორმების დადგენა;
• მერიის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურებრივი გადაადგილებისა და დენადობის თაობაზე მონაცემების დამუშავება, მათი პერიოდული ანალიზი და შეფასება;
• თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევა მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;
• კანონმდებლობითა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით ან/და ხელმძვანელობის მიერ დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელება. | თარიღები: | აგვისტო 2014 - მარტი 2018 | ანაზღაურება: | 900 |
|
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობა | თანამდებობა: | მთავარი სპეციალისტი - საზოგადოებასთან ურთიერთობასა და საინფორმაციო საკითხებში | ფუნქციები: | პრესასთან და მასმედიასთან ურთიერთობა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, პრესრელიზების მომზადება. | თარიღები: | ივლისი 2011 - აგვისტო 2014 | ანაზღაურება: | 560 |
|
ასოციაცია "კავკასიის მერიდიანი" | თანამდებობა: | საერთაშორისო ურთიერთობების ოფიცერი | ფუნქციები: | ფონდების მოძიება, დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, პროექტების მართვა. | თარიღები: | მარტი 2007 - აპრილი 2010 | ანაზღაურება: | 300 |
|
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია | თანამდებობა: | ადამიანური რესურსების მართვისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილების უფროსი | ფუნქციები: | • განყოფილების საქმიანობის წარმართვა;
• მერიის საჯარო მოსამსახურეებისათვის საკადრო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელება;
• მერიის საჯარო მოსამსახურეებისათვის კლასის მინიჭების საკითხის მომზადება;
• მერიის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციური და მართვის პროცედურების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
• მერიაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების ორგანიზება;
• საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროს მონიტორინგი;
• მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზი, კადრების საჭიროებათა შესწავლა და საკადრო რესურსების გამოყენების ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება, მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება, გადამზადების პროგრამათა განსაზღვრა;
• კონტროლი მერიის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის) ამაღლების კურსების გავლაზე და სწავლების ეფექტურობის შემოწმება;
• ტექნიკური მოწყობილობების ინსტალაციისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
• კანონმდებლობითა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით ან/და ხელმძვანელობის მიერ დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელება. | თარიღები: | მარტი 2018 - დღემდე | ანაზღაურება: | 1200 |
| |