გაყიდვების მენეჯერი |
დამსაქმებელი: |
დავით კაჟიანი |
კატეგორია: |
გაყიდვები,
|
ბოლო ვადა: |
2025/02/09 |
მდებარეობა: |
თბილისი
|
განათლება |
დიპლომირებული სპეციალისტი
|
სამუშაოს ტიპი: |
სრული
|
სამუშაო გრაფიკი |
სრული დღე
|
ანაზღაურება: |
800 - 1000 ლარი
|
ასაკი: |
22 - 35 წელი
|
სამუშაო გამოცდილება |
1 წელი
|
სქესი: |
მამრობითი
|
ნანახია: |
168 -ჯერ |
საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
1. პოტენციური კლიენტების მოძიება და კლიენტთა ბაზის წარმოება;
2. პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
3. კლიენტებისთვის კომპანიის სერვისების წარდგენა/გაცნობა;
4. შემოსული შეკვეთების დამუშავება, ყოველდღიური რეპორტების მომზადება;
5. დამკვეთის მხრიდან მოწოდებული საბუთების კონტროლი;
6. დადასტურებული შეკვეთების ლოჯისტიკის მენეჯერთან გადამისამართება;
7. შეკვეთის დასრულებამდე კლიენტებთან კომუნიკაცია ინფორმაციის გაცვლის მიზნით;
8. კონკრეტული გადაზიდვის ფასის დადგენა და კლიენტისათვის მიწოდება;
9. გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ და ექსპორტიორ კომპანიებთან;
10. კორპორატიულ კლიენტებთან კომუნიკაცია და მათი პორტფოლიოს მართვა;
11. კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
1. კორპორაციული გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
2. ლოგისტიკაში შესყიდვების ან გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
3. საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
4. საბაჟო პროცედურების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
აუცილებელი თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალობა;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hrlogitics@gmail.com
სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
მუშაობის განრიგი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 800-1000 ლარი + ბონუსი
მისამართი: კრწანისის ქ 25