კომპანია:
შპს ბაიკლენდი
ადგილმდებარეობა:
თბილისი
თანამდებობა:
გაყიდვების მენეჯერი
შპს "ბაიკლენდი" მოტობიზნესში დღეს-დღეობით ყველაზე მზარდი და წარმატებული კომპანიაა სამხრეთ კავკასიის რეიონში. იგი ბაზარზე წარმოდგენილია 2014 წლიდან და არის მოტო ტექნიკის ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური დილერი, როგორებიცაა: INDIAN, MV AGUSTA, BENELLI, KEEWAY, QOODER, ITALJET, KAYO, RIEJU, TGB, და ა.შ.
"ბაიკლენდი“ მომხმარებლებს სთავაზობს მოტოციკლეტების, კვადროციკლების, სკუტერების და ასევე სრული ეკიპირების, აქსესუარების და სათადარიგო ნაწილების ფართო არჩევანს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მოტო-ტექნიკის მიმართულებით.
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
** შოუ რუმში მოსული ვიზიტორებისათვის ტექნიკის შეთავაზება, მახასიათებლების ახსნა / დემონსტრირება და გაყიდვების უზრუნველყოფა.
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებისათვის ინვოისების მომზადება, მათ შორის საბანკო განვადებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება.
** გაყიდულ პროდუქციაზე საგარანტიო ხელშეკრულებების მომზადება და გარანტიაზე მყოფი პროდუქციის აღრიცხვის წარმოება.
** შესაბამისი რეპორტების წარმოება.
** მენეჯმენტისათვის გაყიდვების ზრდასთან დაკავშირებული წინადადებების წარდგენა.
** კორპორატიულ მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაცია.
** ხელმძღვანელისაგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა.
კომპეტენცია და უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა
** პუნქტუალურობა
** შედეგებზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა
**გუნდური მუშაობის უნარი
დამატებითი ინფორმაცია:
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + კონკურენტული საბონუსე სისტემა;
** სამუშაო გრაფიკი: სრული;
** კომფორტული და სტაბილური სამუშაო გარემო.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@bikeland.ge
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება “გაყიდვების მენეჯერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.