მოლარე-ოპერატორი ქობულეთში |
დამსაქმებელი: |
ლაზიკა კაპიტალი |
კატეგორია: |
კლიენტთა მომსახურება, საბანკო,
|
ბოლო ვადა: |
2016/07/10 |
მდებარეობა: |
ქობულეთი
|
ნანახია: |
1223 -ჯერ |
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ს.ს. "ლაზიკა კაპიტალი" აწარმოებს მსურველთა მიღებას მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე ქობულეთში.
სავალდებულო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- 2 წლიანი გამოცდილება საბანკო სფეროში მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე;
ძირითადი მოვალეობები:
- აწარმოებს ფულადი შეტანების მიღებას ორგანიზაციის კლიენტებისაგან
- აწარმოებს სასესხო თანხების გაცემას ორგანიზაციის მსესხებლებზე
- ახორციელებს ფულადი გადარიცხვების მიღებას
- პასუხისმგებელია ფულადი გასავლების და შენატანების პროგრამულ ავტლორიზაციაზე
- პასუხისმგებელია საინკასაციო თანხების ზუსტ აღრიცხვაზე
- ახორციელებს საინკასაციო თანხების უსაფრთხოდ მიღებასა და ჩაბარებას
- პასუხისმგებელია ფულადი ნიშნების ჯეროვნად შემოწმებაზე
- ყველა ოპერაციას აღრიცხავს დროულად, ზუსტად მოქმედი შიდა პროცედურების შესაბამისად
- ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ითვლის სალაროში არსებულ ფულს და ადარებს მას პროგრამულ მაჩვენებლებთან
- საჭიროების შემთხვევაში კლიენტებს უწევს კონსულტაციას და აძლევს განმარტებებს,ასევე ხელს უწყობს ორგანიზაციის პროდუქტებისა და სერვისების რეალიზაციას
- კლიენტების მომსახურებისას არის თავაზიანი და კომუნიკაბელური.
მსურველებს შეუძლიათ გამოაგზავნონ ანკეტა, ანუ ე.წ. "სივი/კურიკულუმ ვიტაე" ქართულ ენაზე, ელ. ფოსტით, შემდეგ მისამართზე:
job@lazikacapital.ge
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ:
(+995 577)383 101— ანი გუგუნავა; დასავლეთ საქართველოს რეგიონული ოფისი ზუგდიდი