Erasmus Student Network (ESN) Tbilisi ISU | თანამდებობა: | პრეზიდენტი | ფუნქციები: | ESN Tbilisi ISU წარმოადგენს არასმათავრობო, სტუდენტურ ორგანიზაციას, რომლის მიზანია საერთაშორისო და ადგილობრივი სტუდენტების დახმარება პრობლემატურ საკითხებში და გაცვლითი პროგრამების შესახებ მათთვის ინფორმაციის მიწოდება. 2013წ. გავწევრიანდი ორგანიზაციაში, ვმუშაობდი იურიდიულ დეპარტამენტში სადაც ოქმებისა და ხელშეკრულებების შედგენა მევალებოდა, გარდა ამისა რამდენიმე კვლევაში ვიღებდი მონაწილეობას. ასევე ვატარებდი პრეზენტაციებსა და საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა ტიპის აუდიტორიასთან. მქონდა უცხოელ სტუდენტებთან აქტიური კონტაქტი. 2014 წლიდან გავხდი აღნიშნული ორგანიზაციის პრეზიდენტი ერთი წლის მანდატით. ვატარებდი ადგილობრივ და საერთაშორისო დონის პროექტებს, კვლევებს და ა.შ. მივიღე გუნდთან მუშაობის გამოცდილება, დაახლოებით 60მდე ადამიანი არის გაერთიანებული ამ ორგანიზაციაში და მათი დახარისხება, მოტივაციის ამაღლება და დასაქმება მიწევდა სხვადასხვა ტიპის პროექტებში. აღნიშნულ ორგანიზაციაში მუშაობის შედეგად ვისწავლე ოქმებისა და ხელშეკრულებების შედგენა, კვლევების შედგენა/დამუშავება/ანალიზი, პროექტების მართვა, საჯაროდ გამოსვლა და პრეზენტაციის წარდგენის უნარი, გუნდური მუშაობა, მივიღე ლიდერული უნარჩვევები. ჩემი მოღვაწეობის პერიოდში შევიძინე ახალი კონტაქტები მსოფლიოს და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან. ამ ორგანიზაციას მხარს უჭერდა ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და Erasmus + _ის ეროვნული ოფისი. | თარიღები: | სექტემბერი 2014 - სექტემბერი 2015 | ანაზღაურება: | მოხალისე |
|